საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge;
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა
09.10.2026.20:32
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.