საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა, მათ შორის კურსდამთავრებულ ნათია ჯანაძის და სანდრო ჩხეიძის ოჯახებს, სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდგორთან მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ სამძიმარშია აღნიშნული, ტრაგიკულმა შემთხვევამ უმძიმესი ტკივილი დააუნაზღაურებელი დანაკლისი მოუტანა გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„დაღუპულთა შორის არიან ჩვენი კურსდამთავრებული ნათია ჯანაძე და მისი მეუღლე სანდრო ჩხეიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის, RMG-ის დირექტორის მოადგილის, გიორგიჩხეიძის ძმა და რძალი. ახალგაზრდების სიცოცხლის ასე ტრაგიკულად და ნაადრევად შეწყვეტა დიდი ტკივილიაროგორც უნივერსიტეტის, ისე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თანაგრძნობას და სამძიმარს ვუცხადებთ ნათია ჯანაძის, სანდრო ჩხეიძისა და ავარიის შედეგად დაღუპული ყველა ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
სხვა სიახლეები
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა
14.07.2026.20:14
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).