მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

სემეკმა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ“ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მოიცავს სემეკში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობას.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 33 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 22, ნაწილობრივ – 10 და არ დაკმაყოფილდა ერთი მოთხოვნა. ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობით.

აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა კომისიის 58 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 54 დადგენილება და 1257 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო 233 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, საანგარიშო პერიოდში სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. სემეკი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

საჯარო ინფორმაცია სრულად გამოქვეყნებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა - დავით სონღულაშვილი

16.10.2026.15:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობს.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მიღწეული პროგრესი. აუცილებლად უნდა ვთქვათ დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ დინამიურად მიდის, 22 % არის ჯამში და 2030 წლისთვის გვაქვს გეგმა რომ 30%-ზე ავიდეთ. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მართვის მექანიზმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღსანიშნავია ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს სახეობების აღდგენის მიმართულებით, აქ საკმაოდ ხელშესახები შედეგები გვაქვს. ჯამში უნდა ითქვას, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა“, - განაცხადა დავით სოღულაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა