სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა” და მწვანე კლიმატის ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა” და მწვანე კლიმატის ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს”, გაეროს მწვანე კლიმატის ფონდთან ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფინანსური მექანიზმის პირდაპირი წვდომის აკრედიტირებული უწყების სტატუსი მიენიჭა. ხელმოწერა კორეის რესპუბლიკაში, მწვანე კლიმატის ფონდის სათაო ოფისში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ფონდის დირექტორის ვლადიმერ ძნელაძის განცხადებით, ფონდს აღნიშნული აკრედიტაცია საშუალებას მისცემს, შედარებით მცირე მასშტაბის, დაახლოებით 10-50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული პროექტები განახორციელოს, ასევე მოიზიდოს დამატებითი დაფინანსება და წვლილი შეიტანოს ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარების გაძლიერებაში.
ვლადიმერ ძნელაძემ ასევე შეხვედრები გამართა მწვანე კლიმატის ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტისა და რეგიონულ დირექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ. მან ხაზი გაუსვა მწვანე კლიმატის ფონდთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ქვეყანაში კლიმატის მდგრადი განვითარების მხარდაჭერის აუცილებლობას.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე; მწვანე კლიმატის ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი აჩალა აბეისინგე, ამავე ფორდის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი ტომას ერიქსონი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარგალიტა არაბიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
04.09.2026.17:15
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.