მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა

news image
mbc image

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა წარუდგინა, წარმატება უსურვა და  განათლების სისტემაში მის მრავალწლიან გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკატერინე დგებუაძეს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ინკლუზიური მიმართულებით, რაც ფსიქო-სოციალური კუთხით უმნიშვნელოვანესია. 

ეკატერინე დგებუაძემ ხაზი გაუსვა განათლების სისტემაში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საპასუხისმგებლო როლს და აღნიშნა, რომ სამსახურის პრიორიტეტია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის უფლება და სკოლებში არსებობდეს პოზიტიური გარემო.

ეკატერინე დგებუაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ნორვეგიაში, ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში -  ის სპეციალური განათლების ფილოსოფიის მაგისტრია. სხვადასხვა ეტაპზე ეკავა მაღალი თანამდებობები განათლების სისტემაში: იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, დირექტორი „აღმოსავლეთ ევროპულ სკოლაში – თბილისი“, ასევე მუშაობდა USAID-ის ინკლუზიური განათლების მიმართულების დირექტორად „საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში. აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ეკატერინე დგებუაძე ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, იყო პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ტრენინგებისა და შეხვედრების კოორდინატორი და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების აქტიური მონაწილე.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს

16.06.2026.20:42

ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.

ჯივიპის ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა ქსელის დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები.

ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.

მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება ხვალ, 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა