მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

სუს-ი ლევან დავითაშვილის განცხადებაში არსებულ უზუსტობებზე | თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ

news image
mbc image

სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა, - განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკას“.

„1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.

2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი!

თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ, - განაცხადეს სუს-ში.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი“ დაამტკიცა

16.10.2026.14:38

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი მიიღო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი“ დაამტკიცა. ნორმატიული აქტი შემუშავებულია ICAO-სა (Annex 14) და ევროკავშირის (EU Reg. No 139/2014) შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. წესი 2027 წლის 31 მაისიდან შედის ძალაში.

ახალი რეგულაციით, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ინტენსიური მოძრაობისა და მათ მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საქმიანობის მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. აღინიშნული შესაძლებელი გახდება ბაქანზე/ბაქნიდან საჰაერო ხომალდების მოწესრიგებული და უსაფრთხო შესვლის/გასვლის, გადაადგილების და განთავსების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დეტალური მოთხოვნების განსაზღვრის და მათზე ზედამხედველობის მეშვეობით. 

რეგულაცია ასევე ადგენს შესაბამისი პერსონალის სასწავლო პროგრამების შემუშავების, სააგენტოსთან შეთანხმების და მომზადება-გადამზადებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

წესი ვრცელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებზე (ოპერატორებზე) და ავიასაწარმოებზე, რომლებიც სერტიფიცირებული აეროდრომის ბაქანზე სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ახორციელებენ (საჰაერო ხომალდის ლიდირება, ბუქსირება, მარშალინგი, უკუსვლით გაყვანა, გაუარესებული ამინდის პირობებში ოპერირება, საჰაერო ხომალდის ძრავების მოსინჯვა, ბაქანზე საქმიანობის მართვა და სხვა).

ნორმატიული აქტი ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე:

https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა