მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

news image
mbc image

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. 

„თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე, ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში. 

შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი. 

როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება.  

იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე.

ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მიმდინარე საარჩევნო პროცესი აჩვენებს, რომ ისევე, როგორც გასულ წელს, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და  ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ

12.10.2026.16:43

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ.

შეხვედრა ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიძლიერეს, ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

ბო ლის-თან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამწვავებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ინფლაციის არხით მოახდინა. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა  დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება. ამასთან, აღინიშნა რომ მონეტარული პოლიტიკის მომავალი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება არსებული გეოპოლიტიკური ვითარების განვითარების სცენარზე.

როგორც ბო ლიმ აღნიშნა, არსებული გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ეკონომიკური ვითარების გამოყენება ეკონომიკური ბუფერების გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ამ მიზანთან თანხვედრაშია და ქვეყანაში მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო რეზერვების, ისე ფისკალური ბუფერების დაგროვება.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდგომი პერიოდის თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე.

შეხვედრას  ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა