უნგრელ კოლეგასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც დეტალურად არის გაწერილი სიღრმისეული თანამშრომლობის საკითხები - დავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს, უნგრეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან.
„კოლეგა მინისტრთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის და ტყეების მართვის მიმართულებით საკითხები განვიხილეთ; გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც დეტალურად არის გაწერილი სიღრმისეული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების და გამოცდილების გაზიარების მიმართულება. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით უნგრეთში სწავლისთვის დაფინანსებები მიიღონ“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება სოფლის მეურნეობის სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის გამოცდილება. უნგრულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გამოყოს ექსპერტი ამ საკითხებზე საქართველოსთან სათანამშრომლოდ. შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა პროდუქციის მიმართულებით ის პოტენციური შესაძლებლობები, რომელიც უნგრეთის ბაზრისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. განხილული იყო ტყეების მართვის მიმართულებაც, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე უნგრული მხარისთვის და ამ ნაწილში გამოცდილების გაზიარება არის ცალსახად პრიორიტეტული.
დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.
სხვა სიახლეები
სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
19.07.2026.21:38
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.