ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს წლის დასაწყისიდან 141 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარე წელს, სხვადასხვა უბანში 141 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.
კერძოდ, 8 მისამართზე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელი განახლდა, 2 მისამართზე სამუშაოები ამ დრომდე გრძლდება. დაფინანსდა 67 ლიფტის რეაბილიტაციის პროექტი, მათ შორის 52 პროექტი შესრულების პროცესშია. მრავალბინიანი კორპუსის სახურავისა და წყალსაწრეტი მილების განახლების პროექტი 30 მისამართზე დაფინანსდა. ასევე, დაფინანსდა სადარბაზოს კარების განახლების 14 და საერთო სარგებლობის კიბისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის 10-10 პროექტი.
საერთო ჯამში, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 5 209 342 ლარი გამოიყო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით
11.05.2026.19:47
აქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის ისტორიულ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს ამ მოვლენის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს უწმინდესსა და უნეტარეს შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და უსურვებს მას მხნეობასა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ასპარეზზე.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ქვეყნის უმთავრეს სულიერ და კულტურულ ინსტიტუტს, უდიდესი როლი ენიჭება სახელმწიფოებრივი მედეგობისა და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პროცესში. ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეკლესიის წინამძღოლობის ახალი ეტაპი გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ქვეყანაში მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გარემოს შენარჩუნებაში, რაც ნებისმიერი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობაა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ბიზნეს სექტორისთვის ეკლესია ყოველთვის იყო და რჩება ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული ერთიანობის უმნიშვნელოვანეს გარანტად.
ინსტიტუციური მდგრადობა და ეკლესიის მტკიცე წინამძღოლობა წარმოადგენს იმ მყარ საყრდენს, რომელზეც დგას ქვეყნის ერთობა. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება ქართული სახელმწიფოებრიობის უწყვეტობა და ერთგულება იმ ფასეულობებისადმი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა საქართველოს თვითმყოფადობას. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე, ეკლესიის როლი საზოგადოებრივი წონასწორობის შენარჩუნებაში შეუფასებელია, რაც აისახება ქვეყნის საერთო კეთილდღეობასა და განვითარებაზე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს" - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.