მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ვირტუალური აქტივების ბაზრის უფრო უსაფრთხოდ ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მეტად დაცვის მიზნით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან

news image
mbc image

საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრის უფრო უსაფრთხოდ ფუნქციონირების, მომხმარებელთა მეტად დაცვისა და საზოგადოებაში ნდობის გაზრდის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP) საქართველოს ეროვნული ბანკის სრულ პრუდენციულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, მსგავსად სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, სებ-ს მიენიჭა უფლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.

ცვლილების ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა და ინვესტორთა კიდევ უფრო მეტად დაცვას, ხოლო ბიზნესი უფრო მდგრადი გახდება როგორც ტექნიკური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით და ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

2023 წლიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე ვითარდება ვირტუალური აქტივის მომსახურებები და იზრდება ამ მომსახურებების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის გაფართოება, რაც მათ შორის მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების პრუდენციულ ზედამხედველობას, კაპიტალის ადეკვატურობას, მომხმარებლების უფლებების დაცვას, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მოთხოვნების დანერგვას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს - რევაზ სოხაძე

15.09.2026.14:21

მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.

სოხაძის თქმით, გამოწვევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიმდინარე პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

,,ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვის მიდგომებს, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს’’-აღნიშნასოხაძემ.

ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით ტენდერების გამოცხადებას.

,,ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა მინისტრმა.

76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა