ევრობასკეტი 2025 იწყება! უგულშემატკივრე ქართველ სპორტსმენებს - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ევროპის ყველაზე ძლიერი 24 ნაკრები კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გადანაწილდება. გუნდები ერთმანეთს კონტინენტის პირველობის მოსაპოვებლადშეხვდებიან.
საქართველოს ნაკრები ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ქართველიკალათბურთელები C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონიესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.
ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგგამართავს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნულისაკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ბენ შელტონი დაამარცხა
11.05.2026.11:40
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა. 34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძლიერ მეტოქეს სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ორი ეისი მოაწოდა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ტურნირის მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.