„პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება პარიზში აღლუმით აღნიშნა
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება პარიზში საზეიმო აღლუმით აღნიშნეს.
ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები ღია ავტობუსით ელისეს მინდვრებიდან ტრიუმფალურ თაღამდე გაიარეს. ელისეს სასახლეში მათ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.
საღამოს კი გუნდმა საჩემპიონო თასი გულშემატკივრებს საკუთარ სტადიონზე - პარკ დე პრენსზე წარუდგინა.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.