საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები კი დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მეტოქე ბოსნია იქნება და გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები კონტინენტის პირველობის პლეი ოფის საგზურს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვებენ.
არსებობს იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში წაგების შემთხვევაშიც გავიდეს, თუმცა საამისოდ საჭიროა ესპანელები ბერძნებთან დამარცხდნენ.
ბოსნია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ბენ შელტონი დაამარცხა
11.05.2026.11:40
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა. 34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძლიერ მეტოქეს სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ორი ეისი მოაწოდა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ტურნირის მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.