2022 წლიდან ICT სექტორი ქვეყანაში ყველაზე სწრაფად მზარდია - ვახტანგ თურნავა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, 2022 წლიდან ICT სექტორი ქვეყანაში ყველაზე სწრაფად მზარდია.
„მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8,2% შეადგინა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით, 4,5 მლრდ ბოლო 9 თვის განმავლობაში იყო ქვეყნიდან ექსპორტზე გასული და ეს დოვლათი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი წლის წინ ეს რიცხვი იყო 39%-ით ნაკლები. ანუ, ეს არის მზარდი, არ ჩერდება და ამისთვის საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული და ჩვენი ქვეყნიდან უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა ვახტანგ თურნავამ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.