ComCom-ის წევრმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ქვეყანაში ხორციელდება.
სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის ახალი ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია, რის გამოც ComCom-მა გასულ წელს მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად 5G აუქციონები კვლავ გამოაცხადა, რის შედეგადაც დღეს საქართველოში 5G ტექნოლოგიას უკვე სამივე მობილური ოპერატორი ნერგავს.
კონფერენციის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრმა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები შეაჯამა და მობილური აბონენტების, მობილური ინტერნეტის მომსახურებებისა და ინტერნეტის მოხმარების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა ამისა, ვახტანგ აბაშიძემ ისაუბრა პროექტ Log-in Georgia-ზეც, რომელიც რეგიონების მასშტაბით თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივებისთვის ინტერნეტზე წვდომის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“, ComCom-ის მხარდაჭერით უკვე 2000 კმ-მდე ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რომელიც 150,000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. პროექტის ფარგლებში ჯამში 4500 კმ მაგისტრალური არხი აშენდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება. ComCom-ის წევრმა ასევე კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს 5 მუნიციპალიტეტის 65 სამიზნე სოფელში 200-ზე მეტი სემინარი ჩატარდა და ციფრულ წიგნიერებაში 2700 ბენეფიციარი გადამზადდა.
თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანას აქვს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი, რასაც ხელს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ციფრული ეკოსისტემის გაძლიერება შეუწყობს. ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ სტრატეგიული მიზნის მხარდაჭერისთვის კომუნიკაციების კომისია IXP-ისა და IP პირინგის ბაზრის განვითარების პროექტს ახორციელებს.
გარდა ამისა, ComCom-ის წევრმა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით გასულ წელს 125 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ComCom-ის წევრმა ყურადღება პლატფორმა Sheamotsme.ge-ზეც გაამახვილა, რომელიც, მისი განცხადებით, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი გაზომონ.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა სიჭინავამ, რომელმაც ტელეკომ ბაზარზე არსებული ტენდენციები მიმოიხილა, ასევე, ComCom-ის მიერ განხორციელებული მობილური და ფიქსირებული მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე ისაუბრა და ტელეკომ ოპერატორის მიერ კონკურენციის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, ღონისძიებაში ComCom-ის ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე მონაწილეობდა, რომელმაც აუდიტორიას საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობა, მომხმარებელთა მიმართვიანობის სტატისტიკა და მიღწეული შედეგები გააცნო.
სხვა სიახლეები
ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე
11.06.2026.13:30
საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.
მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.
მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.