მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

GITA - ს ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში ჰაკათონი Climate Hack 2025 გაიმართება

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში, 20-21 სექტემბერს ჰაკათონი Climate Hack გაიმართება. 

ჰაკათონის  მიზანია საქართველოს მასშტაბით გარემოს დაცვის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. Climate Hack 2025- ში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ გარემოს დაცვის დარგის სპეციალისტებს, ინოვაციურ მეწარმეებს, სტარტაპებს და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით.

ჰაკათონის ფორმატი რამდენიმე ფაზად იყოფა და მოიცავს ონლაინ ტრენინგს, მონაწილეებისთვის დავალებების ონლაინ რეჟიმში მიცემას, თეორიულ ნაწილს მსოფლიოში არსებულ ინოვაციებზე გარემოს დაცვის სექტორში, მენტორინგ სესიებს, პროტოტიპირების პროცესს, Pitch Deck-ისმომზადებასა და დემო დღეს. 

ჰაკათონი მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი, საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემა გრანტი:

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო- 10,000 ლარი 
  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერია- 6,000 ლარი
  • Shine Energy- 5,000 ლარი.

სარეგისტრაციო ბმული: https://survey.zohopublic.com/zs/uxB1l7

პარტნიორი ორგანიზაციები: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, Shine Energy, LuxonPower, Biodiesel Georgia. 

პროექტი დაფინანსენულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო

30.03.2026.10:00

Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.

აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.

ბაზრის გამოწვევები და 5 წლიანი გამოცდილება

დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.

Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.

რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?

მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.

რა მიმართულებებს მოიცავს პროგრამა?

მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:

  • AI
  • Front-end & Back-end Development
  • Mobile Development (iOS, Android)
  • Data Analytics & AI Solutions
  • Quality Assurance (QA)

თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.

ვისთვის არის აქსელერაცია და რა არის მთავარი ბენეფიტი?

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.

გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.

როგორ მოვხვდეთ პროგრამაში?

მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.makingscience.com/acceleration-program/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა