2025 წლის I კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა და $826.0 მილიონი შეადგინა
2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.
2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8 % და საუდის არაბეთიდან - 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5%-ით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები - 2025 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
|
ქვეყანა |
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
|
აზერბაიჯანი |
48.6 |
|
ბელარუსი |
15.9 |
|
თურქეთი |
107.1 |
|
ირანი |
27.2 |
|
ისრაელი |
114.2 |
|
რუსეთი |
141.8 |
|
საუდის არაბეთი |
8.7 |
|
სომხეთი |
28.2 |
|
უკრაინა |
33.7 |
|
ევროკავშირი |
103.2 |
|
დანარჩენი ქვეყნები |
197.4 |
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია
10.09.2026.18:05
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტს: https://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.