6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია - მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2025 წლის იანვარი-ივნისის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, 6 თვეში საქართველომ მოგზაურთა რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.
„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“- განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოში 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში, 3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა +4.4%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,270,363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს, გუდაურში ძალიან გამალებული სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება - ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანხები | ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი
16.11.2026.22:48
,,არაერთხელ მიხსენებია, რომ საქართველო და მთის კურორტები არის ძალიან იაფი“, - აცხადებს აცხადებს ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასების ეტაპებს, რომლებიც გუდაურში ჩატარდა, ძალიან თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოყვა.
,,დოპელმაიერის“ საბაგიროები მუშაობს, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბევრ შვეიცარიულ კურორტზე ვერ ნახავთ. ჩვენთან მუშაობს მაღალი კლასის ტექნიკა, რომელსაც სჭირდება ძალიან სერიოზული ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე ძალიან ძვირი ჯდება და უცხოელი ტურისტისთვის ეს ძალიან იაფია“, - ამბობს გეგა სალუქვაძე.
„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლის განცხადებით, აუცილებელი იყო ისეთი მოდელის დანერგვა, რომელიც ქართველ დამსვენებლებს ფინანსურ შეღავათებს მისცემდა.
„საქართველოში დღიური ბილეთი საბაგიროზე საშუალოდ 25 დოლარი ღირდა, რაც ტურისტისთვის, რომელიც მოგზაურობს, ძალიან ცოტაა. ვითხოვდით, რომ ფასი ყოფილიყო დიფერენცირებული - უცხოელებისთვის მოემატებინათ და საქართველოს მოქალაქებისთვის მიეცათ შეღავათები“, - აცხადებს ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი.
მისივე თქმით, გუდაურში ინფრასტრუქტურის მშენებლობა კვლავაც გრძელდება, რასაც თავის მხრივ სერიოზული ფინანსები სჭირდება.
„მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს. გუდაურში ძალიან გამალებული სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანხები“, - აცხადებს გეგა სალუქვაძე.