ბათუმში სპიკერების საჯარო ლექციები იწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს სპიკერების საჯარო ლექციებს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის. პირველ საჯარო ლექციას, რომელიც ბათუმში 9 ივნისს გაიმართება, ტრენერი პაატა პაპავა ჩაატარებს.
სექტორის წარმომადგენლებს ის თვითშეფასებასა და თვითმოტივაციაზე ესაუბრება. შემდეგი საჯარო ლექცია 23 ივნისი დაგეგმილი და მას ნანა აბურჯანიძე წარუძღვება. ის სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ტურისტული პროდუქტების გაყიდვებს, არსებულ გამოწვევებს, კომუნიკაციის ძალას, ონლაინ გაყიდვებს, ბაზარსა და კონკურენციაზე წაუკითხავს ლექციას. მესამე საჯარო ლექციას კი 29 ივნისს ნათია გოცაძე ჩაატარებს. მისი მთავარი თემა „ქალაქი, როგორც ბრენდი“ იქნება.
საჯარო ლექციებზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა. სექტორის წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ. წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 300-ზე მეტ სექტორის წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარები.
საგაზაფხულო ტრენინგებისას გადამზადება მიმტანებმა, ბარისტებმა, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ
10.07.2026.10:46
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.
როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.
როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.
პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.
ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.