მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

ბიზნესის აქტიურობა სეზონიდან გამომდინარე ძალიან აქტიური და მზარდია - ნატა კვაჭანტირაძე

news image

საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომელმაც განმარტა, რომ ქვეყანა მოტივირებულია, რომ ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიღოს.

„ბიზნესის აქტიურობა სეზონიდან გამომდინარე მზარდია. ტურისტული ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს, რომ სეზონს წელგამართული შეხვდეს და მომსახურების სერვისის მიწოდება გაზარდოს,  წელსაც ცდილობს, რომ ეს სერვისები დახვეწოს და გააუმჯობესოს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში სერვისი მაინც ერთ-ერთი გამოწვევაა.

საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში და თავისთავად ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა მოტივირებულები ვართ, რათა ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი სტუმარი მივიღოთ.

ჯერ ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულებული არ არის და აქტიურ ფაზაშია და მოლოდინი კიდევ უფრო დადებითი და მზარდია“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.

რა შეეხება სამიზნე ბაზრებს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესი აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის მუშაობა მიმდინარეობს ევროპის ბაზარზე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. 

„ახლა აქტუალურად ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ევროპის ბაზრებზე, რადგანაც ევროპა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ევროპის მიმართულებით სამუშაო პროცესის გაორმაგება გვჭირდება, რაც მოიცავს როგორც მარკეტინგულ კამპანიებს, ასევე ცნობადობის ნაწილში სხვადასხვა ტიპის კამპანიების ჩატარებას იმისთვის, რომ ქვეყანა პოზიციონირდეს როგორც უსაფრთხო, მოგზაურობისთვის საინტერესო და ევროპასთან ახლოს მდებარე ქვეყანა. ჩვენ, ბიზნესის მხრიდან ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ევროპა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე, მოვიძიოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესპარტნიორი იმისთვის, რომ ქვეყანაში სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს“, - ამბობს კვაჭანტირაძე.

ნატა კვაჭანტირაძის განმარტებითვე, პირდაპირი ავიარეისები და გაზრდილი სიხშირეები დიდწილად განაპირობებენ ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. 

„სტატისტიკაში უფრო ჭარბობენ სტუმრები აზიის ქვეყნებიდან, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია პირდაპირი ავიარეისების გახშირებით. მაგალითად, ინდოეთთან მიმართებით და ეს გასაკვირიც არ არის.  სადაც ხელმისაწვდომი და გამარტივებული ბაზარი ჩნდება ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ის ქვეყანა აძლიერებს ტურისტულ საქმიანობას. საქართველო როგორც დანიშნულების ქვეყანა საინტერესოა ინდოეთისთვის და ამ კუთხით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა“, - ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ის წარმატება, რასაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია იყო მნიშვნელოვანი კამპანია საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად.

„წლევანდელი საფეხბურთო სეზონი საქართველოსთვის იყო პირდაპირი წესით ქვეყნის ცნობადობაზე მორგებული და შესრულებული კამპანია, ოღონდ სპორტულ ჭრილში. ჩემპიონატი და იქ ჩასული გულშემატკივარი ცხადია, გერმანიის ტურიზმზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა საქართველო, რომელიც პირველად იყო წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე, საკმაოდ ყურადღების ცენტრში მოექცა და საძიებო სისტემებში ჩვენი ქვეყანა პრიორიტეტებში გაჩნდა. რაც არის მიზნობრივი კამპანია, რომელიც თვითნებურად მოხდა.

სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებები არის ბიზნეს-ტურიზმის პოპულარობის აწინდარი. როდესაც ქვეყანაში იმართება დიდი საერთაშორისო ღონისძიებები, ეს უკვე სხვა ტიპის ცნობადობას ზრდის ქვეყანასთან მიმართებით. სწორედ ბიზნესის ჭრილში, საერთაშორისო თუ სპორტული ღონისძიებები ძალიან სასარგებლოა ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გასაზრდელად“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.

იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში  2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.

2024 წლის მეორე კვარტალში  საქართველოში   1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.

 აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან

11.05.2026.11:58

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მოქმედ მზარეულებს, უკვე მეორედ, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში გადამზადების კურსს სთავაზობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები ესპანეთში, სან-სებასტიანში, Basque Culinary Center-ში საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას მიიღებენ.

სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას.

სასწავლო კურსი 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პროგრამას სრულად აფინანსებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ Basque Culinary Center -ის ოფიციალური სერტიფიკატი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასულ წელს, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს.

პროექტის ფარგლებში, 10 მოქმედმა მზარეულმა ინტენსიურ სასერტიფიკატო კულინარიულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა