ჩინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, 2026 წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი „ITB შანხაი“ იქნება - მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2026 წელს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა - ITB CHINA-ში მონაწილეობის მნიშვნელობას აფასებს.
„ჩინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე მსგავსი ტიპის აქტივობების ჩატარება, კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა, რომ ბევრად მეტი პარტნიორი შეიძინონ, ცნობადობა აიმაღლონ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, 2026 წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ „ITB შანხაი“ იქნება”, - განაცხადა მაია ომიაძემ.
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.