მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ბრიტანულმა Independent - მა საქართველო 2026 წლის 7 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა

news image
mbc image
მაღალრეინტინგულმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა. გამოცემის მოგზაური ექსპერტის ლორენ ტეილორის თქმით, ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება.
 
Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველო მალიორკას, აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა.
 
„EasyJet-მა წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. ამას დაემატება ახალი ავიარეისები, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით“.
 
Independent-ის სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად აღწერილია თბილისი.
 
„თბილისი ამაყობს პარკებით, ქვაფენილით მოკირწყლული ისტორიული, ძველი ქალაქის ქუჩებითა და გოგირდის აბანოებით. საქართველოს დედაქალაქის გარეთ უძველესი მონასტრები და საკათედრო ტაძრები, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული გელათის მონასტერია ქუთაიაში. როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელმა, ტომ ბარბერმა მითხრა საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და ის ძალიან პოპულარული გახდება. როგორც ტომი გვეუბნება ყველა, ვისაც საქართველოში ვაგზავნით, ამბობს, რომ საოცარი ქვეყანაა. ქართველებს უგემრიელესი სამზარეულო და მსოფლიოში უძველესი ღვინის ინდუსტრია აქვთ, რომელიც 8000 წლისაა“,-წერს ბრიტანელი სამოგზაურო ექსპერტი Independent-ის სტატიაში.
 
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარა „გემოფესტს“ უმასპინძლებს

03.09.2026.11:22

5-6 სექტემბერს ბათუმში, ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

"გემოფესტი" ორივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 16 ვენდორი, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც.

ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

5 სექტემბერს, 21:00 საათზე, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი.

"გემოფესტის" მიზანია საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა