მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

ინდოეთში გამართული ღონისძიებების შემდეგ იმედი გვაქვს უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა საქართველოში - Georgian Travel Group

news image

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის Georgian Travel Group-ის წარმომადგენელი თამუნა კურტანიძე. 

„ინდოეთში შეხვედრაზე  საკმაოდ ბევრი ადგილობრივი სააგენტო იყო წარმოდგენილი, სერიოზული სააგენტოები, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოს მიმართულებაზე. ინდოეთში გამართული ღონისძიებების შემდეგ იმედი გვაქვს უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა  საქართველოში. ინდოეთის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ძალიან დიდია. ჩვენ გვქონდა როგორც ინდივიდუალური ტურები, ასევე ჩამოყვანილი გვყავდა ჯგუფები. საქმიანი ტურიზმის ფარგლებში 400 კაციანი ჯგუფი გვყავდა აგვისტოში. ეს არის საინტერესო და მზარდი ბაზარი“-აცხადებს თამუნა კურტანიძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image British Airways-ი ახლო აღმოსავლეთის 7 ქალაქის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს

20.05.2026.08:01

British Airways-ი ახლო აღმოსავლეთის 7 ქალაქის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს. აღნიშნული უკავშირდება მიმდინარე კონფლიქტის, 2026 წლის ზაფხულის განრიგის გადახედვას რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანიამ, მათ შორის დუბაის, დოჰასა და თელ-ავივის მიმართულებით ფრენების რაოდენობა დააკორექტირა.

British Airways-ის განცხადებით, ცვლილებები ძალაში 24 ოქტომბრამდე დარჩება, ხოლო რამდენიმე მარშრუტზე ფრენები მნიშვნელოვნად შემცირდება ან დროებით შეჩერდება. ლონდონსა და დუბაის შორის ფრენების რაოდენობა დღეში სამი რეისიდან ერთამდე შემცირდება. არსებული ინფორმაციით, რეგულარული ყოველდღიური განრიგის სრულად აღდგენა 1 აგვისტოდან იგეგმება, ხოლო მეორე ყოველდღიური რეისი 16 ოქტომბრიდან დაემატება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა