მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ნამდვილად შთამბეჭდავია ჩვენი ქვეყნის მიღწევები, განსაკუთრებით ტურიზმსა და ავიაციაში -  ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სადაც  ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაციის სექტორის თანმიმდევრულად განვითარებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა გასულ წელს წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი," „იზიჯეტი" და შვეიცარული „ედელვაისი." როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ჩვენ ქვეყანაში ჩამოსული ყველა რეისის საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი 92-დან 98 პროცენტამდეა.

 

„ვხედავთ, რომ დივერსიფიცირებულად მიმდინარეობს ტურიზმის ზრდა და სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად მსყიდველუნარიან ტურისტულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარეობს ის შედეგები, რომელიც  მივიღეთ როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელსაც - 2024 წელს ტურიზმიდან 4.4 მილიარდი აშშ დოლარი გვქონდა, რაც  რეკორდული მაჩვენებელია,  ასევე აღსანიშნავია, რომ  საგრძნობლად გაზრდილია საშუალო დანახარჯი ერთ ტურისტულ ვიზიტზე, მათ შორის, გაზრდილია საშუალო ღამისთევების რაოდენობა" - განაცხადა მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან

16.06.2026.12:54

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის, Bilibili-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ჩინური აუდიტორიისთვის გაცნობაა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, Bilibili-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს: თბილისი, მცხეთა, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.

სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, გასტრონომიულ ტრადიციებსა და ქართული ღვინის კულტურას. 

საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები მათ საშუალებას მისცემს, ჩინელ მომხმარებლებს გააცნონ საქართველო, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.

Bilibili-ს პლატფორმა ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია და მას ყოველთვიურად 340 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა