მაია ომიაძე | მოლოდინები ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით
მაია ომიაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
როგორია ჩინეთთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა და მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები | სტატისტიკა
მოლოდინები ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით
საქართველოს პოტენციალი, ჩამოყალიბდეს ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად | შეფასება
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ, Royal Jordanian-მა დაიწყო | მოლოდინები
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.