მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

საქართველო ხელსაყრელი მიმართულებაა ბიზნეს ღონისძიებებისთვის - ვიშეშ მანჰანი

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობდა.

გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს Vive Bespoke Event-ის დამფუძნებელი ვიშეშ მანჰანი.

„როდესაც ახალ მიმართულებებსა და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, საქართველო ხელსაყრელი მიმართულებაა ბიზნეს ღონისძიებებისთვის და ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოტენციალი გადაიქცეს ცენტრად საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა. ამას ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული ადგილები, გასტრონომია, გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ყოველივე ეს ხელს უწყობს როგორც მოგზაურებს, ასევე ბიზნეს ღონისძიებებისთვის მსხვილ ჯგუფებს, 300-დან 500 კაცამდე, რომ ეწვიონ საქართველოს, რადგან საქართველო იდეალური დანიშნულების ადგილია ბიზნეს ღონისძიებებისთვის.“

IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია მონაწილებდა, გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასზე მეტი იყო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ

10.07.2026.10:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.

როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.

როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.

პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.

ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა