საქართველო Travel + Leisure-ის Best Awards 2025-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა
ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Travel + Leisure საქართველო Best Awards 2025-ის ფარგლებში, International Destinations Winners-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა. საქართველომ გაიმარჯვა კატეგორიაში "Best Instagrammable Destination."
Travel + Leisure Best Awards 2025 ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტურისტულ ჯილდოდ ითვლება და მსოფლიოს მასშტაბით ასახავს ყველაზე პოპულარულ და ვიზუალურად გამორჩეულ მიმართულებებს. საქართველო ამ კატეგორიაში მოხვდა ისეთ ცნობილ ტურისტულ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი და აშშ.
გამოცემის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენური მიმართულებაა მსოფლიოში.
https://www.instagram.com/p/DSVPTkkkzpp/?utm_source=ig_web_copy_link
სხვა სიახლეები
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება
14.07.2026.10:48
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: