მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს მსხვილი ინდური კომპანიები სწავლობენ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

news image
mbc image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ინდოეთიდან 15 მსხვილი კომპანიას მასპინძლობს. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.

ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.

ვიზიტის ფარგლებში ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

„საქორწილო მიმართულება ერთ-ერთი ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ვადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულად ჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია - არაერთმა ქვეყანამ პოზიციონირება გააკეთა, როგორც საქორწილო მიმართულებამ. ვფიქრობ, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალ პროექტზე და ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები - ქორწილების დამგეგმავები ინდოეთიდან,“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

„როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, იქნება ეს ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს. ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსებაა ინდურ კულტურასთან, რაც დიდი პლიუსია. ინდოეთის ქალაქებიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში ძალიან დიდი უპირატესობაა. ინდოელ მოგზაურებს არ უწევთ ლოდინი გადასხდომისას. საქართველო ერთ-ერთი ძალიან ხელმისაწვდომი ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მრავალ სასტუმროსა და ლოკაციას ვესტუმრეთ.

ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან, რაც აუცილებელია ჩვენი ჯგუფებისთვის, ეს დაგვეხმარება მარტივად ჩამოვიყვანოთ ჩვენი კლიენტები საქართველოში“,-აცხადებს ინდური ღონისძიებების კომპანიის წარმომადგენელი იშა.

ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 75 893 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 31.4%-იანი ზრდაა. ტოპ ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. ინდოეთიდან ვიზიტორების 6 თვის მონაცემებით მთლიანი დანახარჯი 110.5 მილიონი ლარია.

ახალი მიმართულებების განვითარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს კვლევითი და საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-იც. კომპანიის 2025 წლის ორი კვარტლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით მიზანშეწონილია უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა. მნიშვნელოვანია საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების - კონფერენციების, ფორუმების, ქორწილების - უფრო მეტად წახალისება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ

10.07.2026.10:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.

როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.

როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.

პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.

ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა