მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ის შემოსვლა დამატებითი სტიმული იქნება არამარტო ავია, არამედ ტურისტული სექტორისთვისაც - მარიამ ქვრივიშვილი

news image
„საქართველოს ავიაბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ეს ჩვენი ქვეყნის მორიგი წარმატება და სწორი ეკონომიკური, მათ შორის დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგი და საავიაციო ინდუსტრიის აღიარებაა. საქართველოში ასეთი ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანიის შემოსვლა კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მეტად განვითარებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. 
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიის აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყება 2026 წლის 1 მარტიდან, კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. დღეის მდგომარეობით საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ფრენებს ახორციელებენ ავიკომპანიები Fly Dubai, Air Arabia, Air Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში დაახლოებით 49 სიხშირით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ავიკომპანია Etihad Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ისე მთლიანად საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას. 
„ჩვენ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და Etihad Airways-ის შემოსვლა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაღრმავებას და მსყიდველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას. შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ტურიზმისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე. ყურის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავია-მიმართულებაა, შესაბამისად, Etihad Airways-ის ავიარესიები დამატებითი სტიმული იქნება არამარტო ავია, არამედ საქართველოს ტურისტული სექტორისთვისაც და შედეგად მთელი ეკონომიკისთვის. ჩვენი გუნდი კი მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირება წარმატებული იყოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში რეკორდული რაოდენობა  - 70-ზე მეტი  ავიაკომპანია ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით 110-ზე მეტი მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული კამპანიების წარმოება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

18.07.2025.20:29

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. 
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, შედგა მსჯელობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას თურქ ინვესტორებთან მწვანე ენერგიის სფეროში - მხოლოდ გასული 5 წლის განმავლობაში, თურქული კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ. 
 „დავსახეთ ახალი გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ საერთო გეგმა-გრაფიკით არსებული ელექტროგადამცემი ხაზები იმისთვის, რომ გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გამტარობა. ეს, რა თქმა უნდა, გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობას და საქართველო გააუმჯობესებს როგორც ტრანზიტის, ისე ექსპორტის მაჩვენებლებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.  
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ. 
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, ასევე თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლებმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა