საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ფორუმებში მიიღო მონაწილეობა
წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში, მასშტაბურ საერთაშორისო სამიტს B2B Summit by Tarifa უმასპინძლა. ღონისძიება ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითგაიმართა. სამიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია. უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით, ღონისძიებების გასამართად სასტუმროების ინფრასტრუქტურით და საჭირო სივრცეებით.
წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, წევრ კომპანიებთან ერთად წარდგენილი იყო 15 საერთაშორისო ფორუზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში და ა.შ.
ღონისძიებების ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა პოტენციურ დამკვეთებთან, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, ასევე ქორწილების გასამართად.
სხვა სიახლეები
აჭარა „გემოფესტს“ უმასპინძლებს
03.09.2026.11:22
5-6 სექტემბერს ბათუმში, ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.
"გემოფესტი" ორივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 16 ვენდორი, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.
"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც.
ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.
5 სექტემბერს, 21:00 საათზე, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი.
"გემოფესტის" მიზანია საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.