საუკეთესო ღვეზელებს შორის პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს - TasteAtlas-ის რეიტინგი
საერთაშორისო ონლაინ კულინარიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა აჭარული ხაჭაპური მსოფლიოში საუკეთესო ღვეზელად დაასახელა.
TasteAtlas-მა 2025/2026 წლების საუკეთესო სამზარეულოების, კერძებისა და დესერტების რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო (არატკბილი) ღვეზელების TOP ხუთეულიდან, 4 ქართულია.
საუკეთესო ღვეზელებს შორის პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან
16.06.2026.12:54
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის, Bilibili-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ჩინური აუდიტორიისთვის გაცნობაა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, Bilibili-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს: თბილისი, მცხეთა, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.
სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, გასტრონომიულ ტრადიციებსა და ქართული ღვინის კულტურას.
საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები მათ საშუალებას მისცემს, ჩინელ მომხმარებლებს გააცნონ საქართველო, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.
Bilibili-ს პლატფორმა ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია და მას ყოველთვიურად 340 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.