საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება | Turebi.Ge-ს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები
Turebi.Ge - ეს არის ყველა ტურისტული სერვისი ერთ სივრცეში. კომპანიაში Turebi.Ge, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, საზღვარგარეთ დასვენების ყოველწლიურ ზრდაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ უკვე საქართველოშიც აქტიურად დაიწყეს წინასწარი ჯავშნებს გაკეთება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნინი ადამია აცხადებს, რომ ყველაზე მოთხოვნადი თურქეთის საზღვაო კურორტები და კვიპროსში აია ნაპას მიმართულებაა.
„ჩვენი კომპანია Turebi.Ge ამ ეტაპზე მხოლოდ გამყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და შემომყვანი მიმართულება არ გვაქვს. გამყვანი მიმართულებით სტანდარტულად თურქეთის საზღვაო კურორტებია მოთხოვნადი, როგორც ეგეოსის ისე ხმელთაშუა ზღვის კურორტები. ეს არის კანადაში, ანტალია არის ძალიან აქტიური. კარგია იმ კუთხით, რომ თურქეთის მიმართულებით ყოველდღე გვაქვს რეისები და მგზავრებს ვთავაზობთ, როგორც 4-5 ღამიანი და მეტი რაოდენობით დასვენებას. ბოლო3-4 წელია საქართველოში ძალიან მოთხოვნადია კვიპროსის მიმართულება. აია ნაპა - იმიტომ, რომ ბიუჯეტური მიმართულება არის და დაახლოებით 800 ლარიდან შეგვიძლია შევთავაზოთ და ძირითადად ახალგაზრდებს იზიდავს ეს მიმართულება, რადგანაც აქტიური დასვენებისთვისაა რეკომენდებული.
წელს ძალიან აქტიური გვაქვს ასევე კრუიზები, ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით საკრუიზო ტურებს ვთავზობთ მგზავრებს და უკვე კომბინირებული ტურები გამოდის ევროპის მიმართულებით, რაც იმას გულისხმობს, რომ შეუძლიათ 6-7 -დღიან მოგზაურობაში იტალია, საფრანგეთი, ესპანეთის კურორტები მოინახულონ“, - აცხადებს ნინი ადამია.
მისივე თქმით, საქართველოში ზაფხულის მოგზაურობის დაგეგმვას ხშირად უკვე ნოემბრიდან იწყებენ.
„მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. აღვნიშნავ იმას, რომ საქართველოში აქტიურად დაიწყეს წინასწარი ჯავშნების გაკეთება. მაგალითად, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი - ამ პერიოდიდან უკვე აქტიურად იგეგმებოდა ზაფხულის ტურები. რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც სურს, რომ შედარებით ბიუჯეტურად იმოგზაურონ, ან თანხა რამდენიმე ეტაპად გადაანაწილონ ყველა სეგმენტს ვერგებით ამ კუთხით.
რაც შეეხება ფასებს, მაგალითად თურქეთში დასვენებაზე დაახლოებით შარშანდელი ფასებია. თუ არ არის საუბარი „ცხელ ტურებზე“, შარშან და შარშანწინაც თურქეთში 5-6-ღამიან დასვენებაზე 2300 ლარიდან უნდა განესაზღვრათ და წელსაც იგივე ფასებია“, - აცხადებს Turebi.Ge-ს აღმასრულებელი დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან
11.05.2026.11:58
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მოქმედ მზარეულებს, უკვე მეორედ, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში გადამზადების კურსს სთავაზობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები ესპანეთში, სან-სებასტიანში, Basque Culinary Center-ში საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას მიიღებენ.
სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას.
სასწავლო კურსი 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პროგრამას სრულად აფინანსებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ Basque Culinary Center -ის ოფიციალური სერტიფიკატი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასულ წელს, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს.
პროექტის ფარგლებში, 10 მოქმედმა მზარეულმა ინტენსიურ სასერტიფიკატო კულინარიულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.