მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება-მარიამ ტიგინაშვილი

news image
mbc image

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრების შესახებ საუბრობს ჯორჯია კაპიტალის წარმომადგენელი მარიამ ტიგინაშვილი.

„ჩვენ გვქონდა რამდენი ტიპის შეხვედრა, მათ შორის იყო B2B შეხვედრები. სადაც წარვადგინეთ ზამთრის და გაზაფხულის ტურისტული შეთავაზებები, ასევე ვესაუბრეთ სასტუმროების წარმომადგენელებს, რომლებსაც გავაცანით მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები საქართველოში. შევხვდით მარკეტინგულ კომპანიებს და ინფლუენსერებსაც. წარვადგინეთ საქართველო, რომელიც ტურისტული კუთხით ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩვენი კომპანიისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალო კონტაქტის და კომუნიკაციის შედეგად მეტად ეცნობიან ჩვენს ქვეყანას და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება“.

ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარა „გემოფესტს“ უმასპინძლებს

03.09.2026.11:22

5-6 სექტემბერს ბათუმში, ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

"გემოფესტი" ორივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 16 ვენდორი, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც.

ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

5 სექტემბერს, 21:00 საათზე, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი.

"გემოფესტის" მიზანია საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა