თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველად ბაზარზე 1 კვ/მ-ის საშუალო ფასი 0.1%-ით შემცირდა - Galt & Taggart
2025 წლის მაისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით შემცირდა და 1,331 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან
გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა და 1,253 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული.
ირკვევა, რომ 2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2.0%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 აშშ დოლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
British Airways-ი ახლო აღმოსავლეთის 7 ქალაქის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს
20.05.2026.08:01
British Airways-ი ახლო აღმოსავლეთის 7 ქალაქის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს. აღნიშნული უკავშირდება მიმდინარე კონფლიქტის, 2026 წლის ზაფხულის განრიგის გადახედვას რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანიამ, მათ შორის დუბაის, დოჰასა და თელ-ავივის მიმართულებით ფრენების რაოდენობა დააკორექტირა.
British Airways-ის განცხადებით, ცვლილებები ძალაში 24 ოქტომბრამდე დარჩება, ხოლო რამდენიმე მარშრუტზე ფრენები მნიშვნელოვნად შემცირდება ან დროებით შეჩერდება. ლონდონსა და დუბაის შორის ფრენების რაოდენობა დღეში სამი რეისიდან ერთამდე შემცირდება. არსებული ინფორმაციით, რეგულარული ყოველდღიური განრიგის სრულად აღდგენა 1 აგვისტოდან იგეგმება, ხოლო მეორე ყოველდღიური რეისი 16 ოქტომბრიდან დაემატება.