Tilia Kvareli Resort - ყვარელში მდებარე ტურისტული ობიექტი, რომელიც ადგილობრივ ვიზიტორებზე ფოკუსირდება
შემოდგომა კახეთისთვის აქტიური პერიოდია, რადგანაც რთველთან ერთად კახეთში დასვენებაც საკმაოდ კომფორტულია - თბილისთან ახლოსაა და გზაში დიდი დროის გატარება საჭირო არ არის.
Tilia Kvareli Resort - თილია ყვარელი რეზორტი, რომელიც ბაზარზე უკვე მეორე წელია ოპერირებს და სტუმრებს 23 თანამედროვე დიზაინის მქონე ოთახს სთავაზობს. Tilia Kvareli Resort-ს ერთდროულად 50–55 სტუმრის მიღება შეუძლია.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Tilia Kvareli Resort-ის გაყიდვების მენეჯერი ნინო დანელია აცხადებს, რეზორტი განთავსების გარდა სტუმრებს ღია ტიპის რესტორანსა და აუზს სთავაზობს.
„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან. მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობა 40%-ზე იყო,“ - განმარტავს ნინო დანელია.
მისივე თქმით, შემოდგომის პერიოდზე წინასწარი ჯავშნების რაოდენობა დიდი არ არის, თუმცა ამ პერიოდშიც ისევ ადგილობრივი სექტორი აქტიურობს.
რაც შეეხება კვების ობიექტს - რესტორანს, სასტუმროს სტუმრების გარდა გარედან შემოსული ნაკადიც აქტიური და მზარდია. რესტორანი დაახლოებით 50 სტუმარზეა გათვლილი და პატარა კორპორატიული წვეულებებისთვის იდეალური ადგილია.
Tilia Kvareli Resort ყვარელში, თბილისიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს. სასტუმროდან იშლება თვალწარმტაცი კავკასიონის ხედები, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.
სტუმრების სტიმულირებისთვის Tilia Kvareli Resort-ს მიმდინარე აქციებიც აქვს. აქ ორადგილიანი ნომრის ფასი 180 ლარია. შეთავაზება მოიცავს: კომფორტულ განთავსებას, საუზმესა და აუზის მომსახურებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან
11.05.2026.11:58
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მოქმედ მზარეულებს, უკვე მეორედ, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში გადამზადების კურსს სთავაზობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები ესპანეთში, სან-სებასტიანში, Basque Culinary Center-ში საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას მიიღებენ.
სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას.
სასწავლო კურსი 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პროგრამას სრულად აფინანსებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ Basque Culinary Center -ის ოფიციალური სერტიფიკატი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასულ წელს, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს.
პროექტის ფარგლებში, 10 მოქმედმა მზარეულმა ინტენსიურ სასერტიფიკატო კულინარიულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.