წალკის კანიონის ვიზიტორები 4 აგვისტოს 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ
29 ივლისიდან 4 აგვისტომდე წალკის კანიონში შესასვლელი ბილეთების შეძენა ვიზიტორებს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. როგორც Business Insider Georgia- ს KASS LAND - დან აცნობეს, სპეციალური ფასდაკლება შუშის ხიდის შექმნის იდეის დღის აღსანიშნავად მხოლოდ 4 აგვისტოს იმოქმედებს.
„მიმდინარე აქცია გულისხმობს, რომ 4 აგვისტოს კანიონზე მისული ვიზიტორები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამ ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. კერძოდ, აქცია Biletebi.ge-ზე 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაყიდულ პირველ 500 ბილეთზე გავრცელდება.
50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ასევე გიგანტური საქანელისა და ბაიკლაინის პირველ 100 ბილეთზე. ბილეთების გამოყენება ვიზიტორებს მხოლოდ 4 აგვისტოს შეეძლებათ. ხიდის შექმნის იდეა ამ დღეს გაჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი შეთავაზების გაკეთება მომხმარებლებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.
სააქციო ბილეთების 65% უკვე გაყიდულია.
კომპანიის წარმომადგენელმა Business Insider Georgia-თან მიმდინარე სეზონიც შეაფასა და განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალი დატვირთულობაა.
როგორც აღმოჩნდა, დამსვენებლების დიდ ნაწილს შეადგენენ უცხოელი ვიზიტორები, მათ შორის ისრაელიდან, რომლებიც KASS LAND-ის ვილჰაუსებს ხშირად სტუმრობენ.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია
10.09.2026.18:05
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტს: https://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.