წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - მაია ომიაძე
საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა.
ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძე მონაწილეობდა.
თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე და მიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელს ძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს, როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
მულტიფუნქციურ სასტუმროში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდისა და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციით განხორციელდა.
ibis Tbilisi Airport 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველი ეტაპია, რომლის მიზანია სატრანზიტო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება
14.07.2026.10:48
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: