ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპრეზენტაციო როუდშოუ გამართა
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალი მხარჯველი ტურისტული ნაკადების ზრდის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კამპანიის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში ღონისძიებები გაიმართა.
დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 20-მდე ქართული კომპანია „როუდშოუებში“ მონაწილეობდა. ღონისძიებაზე 50-მდე ადგილობრივი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. „როუდშოუების“ ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ზამთრის კურორტების, ასევე ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო.
B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებს და პროდუქტებს.
სხვა სიახლეები
ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა
07.08.2026.11:16
ყაზახეთის წამყვან ონლაინმედიაპლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, პუბლიკაციები განთავსდა ყაზახეთის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს- და ეკონომიკურ პორტალზე InBusiness.kz, ასევე პოპულარულ საინფორმაციო პლატფორმებზე NewsDesk.kz და QAZ-News.kz.
სტატიებში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კულტურული მემკვიდრეობა და არქიტექტურა, ასევე თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული უბნები და ტურისტულად საინტერესო ადგილები. ყაზახი ჟურნალისტები აღწერენ კახეთს, იმერეთს, რაჭას, აჭარას, გურიას, სვანეთს, წყალტუბოს, მცხეთა-მთიანეთს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს: გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძისა და მესტიას.
„ყველა ქვეყანას აქვს თავისი იმიჯი. საქართველოს ხშირად წარმოიდგენენ ცნობილი კულინარიით, ღვინით, ქართული სუფრით, შავი ზღვითა და მთებით. ეს ყველაფერი ნამდვილად ამ ქვეყნის ხასიათის ნაწილია, მაგრამ საკმარისია აქ ერთხელ მაინც ჩამოხვიდეთ, რომ მიხვდეთ: საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვეულებრივი ღია ბარათები და ტურისტული მარშრუტები. საქართველო არ არის მარშრუტი, რომელიც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე გაიაროთ, ეს არის ქვეყანა, სადაც ხელახლა დაბრუნება გინდათ, რათა ყოველჯერზე ახალი ადგილები, ტრადიციები და ისტორიები აღმოაჩინოთ“,-ასე აღწერენ ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს.
გამოცემები წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზახეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.