მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

news image
mbc image

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტის წარდგენა პრეზენტაციას ახდენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. 

გამოფენის ფარგლებში „ამბასადორი აილენდის“ სტენდს მარვან აჰმედ ბინ ღალიტი დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომელიც დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) გენერალური დირექტორია. გამორჩეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ბატონი გიორგი ჯანჯღავა, რომელმაც პროექტის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა აქვს ასევე კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje .

 
 
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა ვიდეო
image მარიამ ქვრივიშვილი | საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მნიშვნელობას საქართველოსთვის

11.09.2026.13:25

სტუმარი მარიამ ქვრივიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მნიშვნელობას დღეს საქართველოსთვის

⁠ფორუმის ფარგლებში გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან | ძირითადი აქცენტები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი | სიახლეები

სტრატეგიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა | პრიორიტეტები

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა