მონეტარული პოლიტიკის განახლებული განაკვეთი და ეროვნული ბანკის მოლოდინები: ლარის კურსი, ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა | სტუმარი, თამთა სოფრომაძე - სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება - რა ფაქტორებზე დაფუძნებით იქნა მიღებული და შეასაბამისად როგორია მისი რელევნატურობა
როგორია გლობალური რისკების გავლენა და სიძლიერე საქართველოს ეკონომიკის ჭრილში
ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა - როგორია ამ ნაწილში ძირითადი დრაივერები, რაც საყურადღებოდ რჩება
უკვე მეორედ სებ-ი განახლებულად წარმოგვიდგენს პროგნოზებს - ამ შემთხვევაში რა სცენარები იქნა განხილული და რეალურად რა სხვაობაა მათ შორის
როგორია სებ-ის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
13.05.2026.20:30
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა. ემისია 60 მილიონიანი პროგრამის პირველი ტრანშია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა.
კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, თეგეტამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.