არგენტინაში ინფლაციამ 100%-ს გადააჭარბა
არგენტინაში წლიური ინფლაცია ბოლო სამი ათწლეულის მაქსიმუმზეა. 1991 წლის შემდეგ პირველად არგენტინაში ინფლაციამ 100%-ს გადააჭარბა. სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტო Indec-ის მონაცემებით, თებერვალში ფასები 6,6%-ით გაიზარდა, წერს FT.
ბოლო მონაცემებით, არგენტინას ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი აქვს. ამ მიმართულებით პოზიციებს მხოლოდ ზიმბაბვეს, ლიბანის, ვენესუელასა და სირიას უთმობს.
ამ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოუწოდა არგენტინას მეტი გააკეთოს ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა ვაშინგტონის კრედიტორებთან 44 მილიარდი დოლარის პროგრამა შეინარჩუნოს.
სხვა სიახლეები
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
13.05.2026.14:06
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
„2022 წლიდან დღემდე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და ნდობის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი ბიუროკრატიული სამუშაოები 2026 წლის 11 მაისს დასრულებულია“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
თურქული მხარის მტკიცებით, ამიერიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთთან ვაჭრობის დროს საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად თურქეთისა და სომხეთის მითითებას შეძლებს.
ცნობისთვის, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობა არ არსებობდა. საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორეში მესამე სახელმწიფოს გავლით ხვდებოდა.