ბიტკოინის ღირებულებამ $120 ათასს პირველად გადააჭარბა
კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა 14 ივლისის ღამეს 120 ათას დოლარს პირველად გადააჭარბა. თბილისის დროით 08:30 საათისათვის ბიტკოინის ღირებულება 122 ათას დოლარს აღემატებოდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის კურსის ზრდა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ანალიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების მზარდ ინტერესთანაა დაკავშირებულია.
2025 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 25%-ით გაიზარდა. წინა მნიშვნელოვანი ნიშნული -110 ათასი დოლარი, ამ კრიპტოვალუტამ 22 მაისს გადალახა.
სხვა სიახლეები
Ford-ი აშშ-ში ბაზრიდან დაახლოებით 223,500 ავტომობილს გაიწვევს
15.09.2026.18:00
Ford აშშ-ში 223,472 ავტომობილს გაიწვევს საწვავის ავზებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) შაბათს განაცხადა.
გაწვევა ეხება ავტომობილებს, რომელთა საწვავის ავზებიდან შესაძლოა საწვავი ჟონავდეს ან ავზები სათანადოდ არ იყოს დამაგრებული. შედეგად, მოძრაობის დროს საწვავის ავზი შესაძლოა ავტომობილს მოწყდეს.
მოწყვეტილმა ავზმა შესაძლოა გზაზე დაბრკოლება შექმნას და ავარიის რისკი გაზარდოს, ხოლო საწვავის გაჟონვამ შეიძლება ძრავის გაჩერება ან ხანძრის გაჩენის რისკი გამოიწვიოს.