ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.
მისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან გამართა.
მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.
ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი.
სხვა სიახლეები
Ford-ი აშშ-ში ბაზრიდან დაახლოებით 223,500 ავტომობილს გაიწვევს
15.09.2026.18:00
Ford აშშ-ში 223,472 ავტომობილს გაიწვევს საწვავის ავზებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) შაბათს განაცხადა.
გაწვევა ეხება ავტომობილებს, რომელთა საწვავის ავზებიდან შესაძლოა საწვავი ჟონავდეს ან ავზები სათანადოდ არ იყოს დამაგრებული. შედეგად, მოძრაობის დროს საწვავის ავზი შესაძლოა ავტომობილს მოწყდეს.
მოწყვეტილმა ავზმა შესაძლოა გზაზე დაბრკოლება შექმნას და ავარიის რისკი გაზარდოს, ხოლო საწვავის გაჟონვამ შეიძლება ძრავის გაჩერება ან ხანძრის გაჩენის რისკი გამოიწვიოს.