ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას დიალოგისთვის, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი მიმართულებების შესწავლისთვის.
გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
აღინიშნა, რომ გასული ოთხი წლის მანძილზე საშუალო წლიურმა ზრდამ 9.5%-ს გადააჭარბა და 2025 წელიც ზრდის მაღალი პარამეტრებით დაიწყო. ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.
მან აზიის განვითარების ბანკსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდა ერთობლივად შემუშავდეს გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს ისეთ აუცილებელ რეგიონალურ კავშირს, რომელიც საერთო კეთილდღეობას მოემსახურება.
ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის გუნდსა და იტალიის მთავრობას ADB-ის 58-ე წლიური ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ფინანსთა მინისტრის გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე:
https://www.adb.org/annual-meeting/2025/governors-statements
https://www.adb.org/sites/default/files/annual-meeting/2015/statements/GEO_0.pdf
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.