მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

გერმანული Porsche-ს მოგება წლის პირველ სამ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 95.9%-ით შემცირდა

news image
mbc image

გერმანული Porsche-ს მოგება წლის პირველ სამ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 95.9%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ ელექტრომობილების გამოშვების სტრატეგიის ცვლილებას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ Yahoo Finance-ი ავრცელებს

გერმანულმა მწარმოებელმა პარასკევს გაამჟღავნა, რომ ცხრა თვის განმავლობაში გადასახადების შემდეგ მოგებამ მხოლოდ $132.5 მილიონი (€114 მილიონი) შეადგინა.

პირველ ცხრა თვეში საოპერაციო მოგებამ €40 მილიონი შეადგინა, რაც 99%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე, რომელიც 4 მილიარდ ევროს ოდნავ აღემატებოდა.

კომპანიის თქმით, „ბაზრის რეალობებისა და მომხმარებელთა საჭიროებების“ გათვალისწინებით, შიდაწვის ძრავი კვლავ ბრუნდება და ის მომავალ ათწლეულშიც საჭირო იქნება.

ეს ზომები დიდ თანხებს უკავშირდება: 2025 ფინანსურ წელს დამატებითი ხარჯები დაახლოებით 3.1 მილიარდ ევროს შეადგენს. ბრუნვამ 6%-ით იკლო და დაახლოებით 26.9 მილიარდ ევროს მიაღწია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Ford-ი აშშ-ში ბაზრიდან დაახლოებით 223,500 ავტომობილს გაიწვევს

15.09.2026.18:00

Ford აშშ-ში 223,472 ავტომობილს გაიწვევს საწვავის ავზებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) შაბათს განაცხადა.

გაწვევა ეხება ავტომობილებს, რომელთა საწვავის ავზებიდან შესაძლოა საწვავი ჟონავდეს ან ავზები სათანადოდ არ იყოს დამაგრებული. შედეგად, მოძრაობის დროს საწვავის ავზი შესაძლოა ავტომობილს მოწყდეს.

მოწყვეტილმა ავზმა შესაძლოა გზაზე დაბრკოლება შექმნას და ავარიის რისკი გაზარდოს, ხოლო საწვავის გაჟონვამ შეიძლება ძრავის გაჩერება ან ხანძრის გაჩენის რისკი გამოიწვიოს.

  • გაწვევა შეეხება 2023–2027 წლის გამოშვების Ford F-150-ის გარკვეულ მოდელებს.
  • დილერები შეამოწმებენ საწვავის ავზის სამაგრებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უფასოდ შეცვლიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა