მარკ ცუკერბერგმა Meta-ს 185 მლნ დოლარის აქციები გაყიდა
ამერიკელმა მილიარდერმა, Meta-ს ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის აქციები პირველად გაყიდა. საუბარია დაახლოებით 185 მლნ დოლარის აქციებზე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში ცუკერბერგის მიერ კონტროლირებად საქველმოქმედო ორგანიზაციებმა ბაზარზე მისი დაახლოებით 682 ათასი აქცია გაყიდეს. გაყიდვა მოჰყვა მათი ღირებულების ზრდას, რომელმაც თვის ბოლოსთვის 172%-ს მიაღწია, რაც აღემატება აშშ-ს თითქმის ყველა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას.
39 წლის მილიარდერი ამჟამად ფლობს Meta-ს დაახლოებით 13%-ს, რაც მისი 117,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონების უმეტესი ნაწილია. Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, ის მეცხრე უმდიდრესი ადამიანია.
სხვა სიახლეები
კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა
12.08.2026.12:38
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კოლუმბიიდან ყავის ექსპორტი თითქმის შეჩერდა. ჩახერგილი და გადაკეტილი გზების გამო, მთავარი პორტი ბუენავენტურა სატრანსპორტო მარშრუტებს მოეჭრა.
Bloomberg-ი წერს, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბუენავენტურა კოლუმბიის მთავარ პორტად რჩება საზღვარგარეთ ყავის გასაგზავნად. ახლა მასთან წვდომა მიწისძვრის შედეგების გამო შეზღუდულია. ყავის ექსპერტების ასოციაციის Asoexport-ის ხელმძღვანელის გუსტავო გომესის თქმით, კომპანიებს მხოლოდ ცალკეული გადაზიდვების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა სრული მოძრაობის აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სიტუაცია შეეხო რეგიონებს, სადაც ახლა მოსავლის აღება მიმდინარეობს, მათ შორის არის კაუკა, ნარინიო, ვალიე-დელ-კაუკა და უილა. იქ წარმოებული ყავის დიდ ნაწილს, როგორც წესი, შემდგომი ექსპორტისთვის ბუენავენტურაში ეზიდებიან.
ქვეყნის სხვა მსხვილი პორტები - კარტახენა და სანტა-მარტა კარიბის სანაპიროზე სერიოზული შეფერხებების გარეშე აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დაზარალებული რეგიონებიდან ნაკადების იქ გადამისამართება სატვირთო ტრანსპორტის ნაკლებობის გამო რთულდება.
7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კოლუმბიაში 10 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 180 ადამიანი დაიღუპა.