მასკმა ქალაქი უტოპიის აშენება გადაწყვიტა
ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს, ტეხასის დედაქალაქ ოსტინიდან არც თუ ისე შორს, მდინარე კოლორადოზე, თავისი თანამშრომლებისთვის ქალაქის აშენება სურს, წერს The Wall Street Journal.
ქალაქის აშენება SpaceX-ისა და The Boring Company-ის მშენებარე ობიექტების გვერდით იგეგმება. მისი სახელწოდება Snailbrook -ი იქნება.
მასკმა და მისმა წარმომადგენლებმა მიწის ადგილობრივ მესაკუთრეებთან შეხვედრისას ახალი ქალაქი აღწერეს, როგორც ტეხასის ერთგვარი უტოპია.
მათი თქმით, მასკმა ამ საკითხზე 2022 წელს თავის ყოფილ შეყვარებულთან, მომღერალ გრაიმსთან და რეპერ კანიე უესტთან რამდენჯერმე ისაუბრა.
სხვა სიახლეები
კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა
12.08.2026.12:38
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კოლუმბიიდან ყავის ექსპორტი თითქმის შეჩერდა. ჩახერგილი და გადაკეტილი გზების გამო, მთავარი პორტი ბუენავენტურა სატრანსპორტო მარშრუტებს მოეჭრა.
Bloomberg-ი წერს, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბუენავენტურა კოლუმბიის მთავარ პორტად რჩება საზღვარგარეთ ყავის გასაგზავნად. ახლა მასთან წვდომა მიწისძვრის შედეგების გამო შეზღუდულია. ყავის ექსპერტების ასოციაციის Asoexport-ის ხელმძღვანელის გუსტავო გომესის თქმით, კომპანიებს მხოლოდ ცალკეული გადაზიდვების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა სრული მოძრაობის აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სიტუაცია შეეხო რეგიონებს, სადაც ახლა მოსავლის აღება მიმდინარეობს, მათ შორის არის კაუკა, ნარინიო, ვალიე-დელ-კაუკა და უილა. იქ წარმოებული ყავის დიდ ნაწილს, როგორც წესი, შემდგომი ექსპორტისთვის ბუენავენტურაში ეზიდებიან.
ქვეყნის სხვა მსხვილი პორტები - კარტახენა და სანტა-მარტა კარიბის სანაპიროზე სერიოზული შეფერხებების გარეშე აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დაზარალებული რეგიონებიდან ნაკადების იქ გადამისამართება სატვირთო ტრანსპორტის ნაკლებობის გამო რთულდება.
7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კოლუმბიაში 10 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 180 ადამიანი დაიღუპა.