Porsche-მ 2025 წელს ბაზარს 279 449 ავტომობილი მიაწოდა
Porsche-მ 2025 წელს ბაზარს 279 449 ავტომობილი მიაწოდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
ინდივიდუალური ბაზრების მიხედვით დაბალანსებული გაყიდვების სტრუქტურის პირობებში, Porsche-მ 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს სულ 279 449 ავტომობილი მიაწოდა. წინა წელს ეს მაჩვენებელი 310 718-ს შეადგენდა, რაც თავის მხრივ 2025 წლის ჭრილში მაჩვენებლის 10 პროცენტიან შემცირებას ნიშნავს.
„რამდენიმე რეკორდული წლის შემდეგ, 2025 წელს ჩვენი მიწოდებები წინა წლის დონეზე ნაკლები იყო. ეს განვითარება სრულად შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს და განპირობებულია 718-ისა და Macan-ის მიწოდების ხარვეზებით, ჩინეთში ექსკლუზიურ პროდუქტებზე მოთხოვნის კვლავ შედარებით სუსტი ნიშნებით, ასევე ჩვენი ღირებულებაზე ორიენტირებული მიწოდების მართვის პოლიტიკით,“ - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოს Cayenne Electric-ის წარდგენაზე მიღებული გამოხმაურება ადასტურებს, რომ Porsche მომხმარებელთა მოლოდინებს სრულად პასუხობს ინოვაციური და მაღალი წარმადობის მქონე პროდუქტებით.
ცნობისთვის, 2025 წელს 84,328 მიწოდებით Macan ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.
სხვა სიახლეები
კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა
12.08.2026.12:38
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კოლუმბიიდან ყავის ექსპორტი თითქმის შეჩერდა. ჩახერგილი და გადაკეტილი გზების გამო, მთავარი პორტი ბუენავენტურა სატრანსპორტო მარშრუტებს მოეჭრა.
Bloomberg-ი წერს, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბუენავენტურა კოლუმბიის მთავარ პორტად რჩება საზღვარგარეთ ყავის გასაგზავნად. ახლა მასთან წვდომა მიწისძვრის შედეგების გამო შეზღუდულია. ყავის ექსპერტების ასოციაციის Asoexport-ის ხელმძღვანელის გუსტავო გომესის თქმით, კომპანიებს მხოლოდ ცალკეული გადაზიდვების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა სრული მოძრაობის აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სიტუაცია შეეხო რეგიონებს, სადაც ახლა მოსავლის აღება მიმდინარეობს, მათ შორის არის კაუკა, ნარინიო, ვალიე-დელ-კაუკა და უილა. იქ წარმოებული ყავის დიდ ნაწილს, როგორც წესი, შემდგომი ექსპორტისთვის ბუენავენტურაში ეზიდებიან.
ქვეყნის სხვა მსხვილი პორტები - კარტახენა და სანტა-მარტა კარიბის სანაპიროზე სერიოზული შეფერხებების გარეშე აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დაზარალებული რეგიონებიდან ნაკადების იქ გადამისამართება სატვირთო ტრანსპორტის ნაკლებობის გამო რთულდება.
7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კოლუმბიაში 10 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 180 ადამიანი დაიღუპა.