რუსეთი სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კრძალავს სკოლებში ტელეფონების გამოყენებას, თუნდაც საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
ცვლილების ტექსტიდან ირკვევა, რომ მობილური ტელეფონების გამოყენება არ შეიძლება საბაზო ზოგადი და საშუალო ზოგადი განათლების გაკვეთილებზე. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც საფრთხე ემუქრება მოსწავლეების ან სკოლის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
07.10.2026.11:55
თიბისის მხარდაჭერით, ვარშავაში 3 და 4 ოქტომბერს ჩატარებულმა „თბილისობამ“ ათასობით ქართველი ემიგრანტი, პოლონელი და საერთაშორისო სტუმარი გააერთიანა. „თბილისობა“, ვარშავაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ერთმანეთთან კავშირის გაცოცხლების სივრცედ იქცა. ღონისძიებამ სამშობლოსთან სიახლოვის განცდა შექმნა და ემოციური კავშირი კიდევ უფრო გაამყარა.
ვარშავაში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდა.
თიბისი ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.
თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.