მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

ცნობილი გახდა პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი - ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს

news image

რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს

ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ მის საბოლოო ანდერძში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ ფრანცისკეს სურს, დაკრძალული იყოს „მიწაში, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე“.

„აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე“, - ნათქვამია ანდერძში.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.

„ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან“, - აღნიშნულია ანდერძში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობი ისევ გაძვირდა

11.05.2026.11:22

ნავთობი ისევ გაძვირდა. მას შემდეგ, რაც ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ ამერიკულ წინადადებაზე ირანის პასუხს დონალდ ტრამპმა „მიუღებელი“ უწოდა, ბარელი ნავთობის ღირებულებამ, საშუალოდ, 3 დოლარით მოიმატა.

აზიურ ბაზარზე Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 4.1%-ით გაიზარდა და 105.50 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასმა 4.4%-ით მოიმატა და ბარელზე 99.80 დოლარს მიაღწია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ომის დასრულების შესახებ ამერიკის წინადადებაზე ირანის პასუხით უკმაყოფილოა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა მას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა